1. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდა მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.
3. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტარდება შესაბამისი წლის ივლისში.
4. ფორს-მაჟორის არსებობის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ახალი ვადა