1. სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო საღვთისმეტყველო გამოცდის გარეშე, ამ წესით განსაზღვრული შიდა გამოცდების შედეგების მიხედვით.

2. სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წესდება შემდეგი შიდა გამოცდები:

2.1. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო);

2.2. უცხო ენა;

3. შიდა გამოცდების პროგრამებს, ჩატარების ფორმასა და თარიღს, აგრეთვე, კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებით შიდა გამოცდებს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი შიდა- სამართლებრივი აქტით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარდგინებით;

4. შიდა გამოცდების ორგანიზებისა და შედეგების შეფასების მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცდებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის შიდასამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი საგნობრივი საგამოცდო კომისიები;

5. თითოეული შიდა გამოცდა ფასდება100-ქულიანი სისტემით და იგი ჩაბარებულად ითვლება, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას;

6. საგამოცდო ცხრილით დადგენილი გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მომდევნო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატი არ დაიშვება;

7. სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება მისაღები საგამოცდო კომისიის მიერ დამტკიცებული ყველა გამოცდის დაჯამებული შედეგების გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული ადგილების რაოდენობის შესაბამისად – მაქსიმალური ქულიდან ქვემოთ. საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, თანაბარი საგამოცდო შედეგების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა შესაძლებელია მიენიჭოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტით დადგენილ საგანში/საგნებში მიღებულ შეფასება