1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით,საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვისა გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი.
3. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი საერთო სამაგისტრო გამოცდებში დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება ოქმით.
თავი IV
საერთო სამაგისტრო გამოცდ
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 27.02.2026
მუხლი 13. დამკვირვებელთა რეგისტრაცია
თავი III — სამაგისტრო გამოცდის ორგანიზება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი/კოეფიციენტები
- მუხლი 7. სამაგისტრო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
- მუხლი 8. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური
- მუხლი 9. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი
- მუხლი 10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია
- მუხლი 11. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია
- მუხლი 14. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი
- მუხლი 15. საერთო სამაგისტო საგამოცდო პროცესზე დასწრება
- მუხლი 16. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია
- მუხლი 17. საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყება
- მუხლი 18. მუშაობა საგამოცდო ტესტზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 13, №227, 22.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83368/muxli-13/