ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გამოცდების ეროვნული ცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – ამ დებულებით დადგენილი წესით ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ამ დებულებით დადგენილი წესით საერთო სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
გ) ტესტი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი;
დ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;
ე) მაქსიმალური ქულა – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ტესტის თითოეული ნაწილისათვის, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებული შესაძლო უმაღლესი ქულა;
ვ) ნორმირებული ქულა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გამოცდის ტესტის ნაწილის/გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე გაყოფის შედეგად მიღებული ქულა;
ზ) კონკრეტული ქულა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით მიღებული ნორმირებული ქულის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სამაგისტრო გამოცდისთვის ან/და ტეს
ტის ნაწილებისთვის დადგენილ კოეფიციენტზე გამრავლების შედეგად მიღებული ქულა;
თ) საკონკურსო ქულა – ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებში ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მიღებული კონკრეტულ ქულათა ჯამი, რომლის საფუძველზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი;
ი) საპრეტენზიო საბჭო – მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
კ) საპრეტენზიო კომისია – საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, საპრეტენზიო საბჭოსთვის დასკვნის მომზადების მიზნით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების მიხედვით გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი დროებითი ორგანო;
ლ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი საპრეტენზიო საბჭო – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებული გამოცდის/გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, მაგისტრან
ობის კანდიდატთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილი დროებითი ორგანო;
მ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც მაგისტრანტობის კანდიდატი დაიშვება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე;
ნ) საგამოცდო ცენტრი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი, რომელშიც მიმდინარეობს ტესტირება;
ო) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატები განთავსდებიან გამოცდის მიმდინარეობისას;
პ) სარეგისტრაციო პუნქტი – აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მაგისტრობის კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, სპეციალურად გამოყოფილი ადგილი;
ჟ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით;
რ) გამსწორებელი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი სწავლება – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგები და უფლებამოსილია გაასწოროს ტესტის პასუხების ფურცელი;
ს) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ტ) კურატორი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე, საგამოცდო ცენტრის მდებარეობის მიხედვით დაქირავებული პირი, რომელიც კურირებას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;
უ) მეთვალყურე – გამოცდების ეროვნული ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში მეთვალყურეობას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;
ფ) ადმინისტრატორი – საგამოცდო ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი;
ქ) ადმინისტრატორის თანაშემწე – პირი, რომელიც კურირებას უწევს და თვალყურს ადევნებს საგამოცდო სექტორებში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას;
ღ) კოორდინატორი – პირი, რომელიც ასრულებს ადმინისტრატორის მოადგილის უფლება-მოვალეობას, კოორდინაციას უწევს მეთვალყურეთა მუშაობას და უზრუნველყოფს ტესტების კონფიდენციალურობას;
ყ) რეგისტრატორი – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს კანდიდატთა რეგისტრაციას და ეხმარება საგამოცდო პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილე პირებს გამოცდების პროცესში წამოჭრილი ორგანიზა
ციული საკითხების გადაწყვეტაში;
შ) დამხმარე პერსონალი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირები