1. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ხორციელდება ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებისა და ვადების შესაბამისად
.

2. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისათვის აბიტურიენტები ვალდებულნი არიან წარადგინონ სარეგისტრაციო
განცხადება ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად. სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ტექნიკური მონაცემები:

ა.
ა) აბიტურიენტის გვარი და
სახელი,;

ა.ბ)
დაბადების წელი;

ა.გ)
საფოსტო მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

ა.დ)
პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები და აბიტურიენტის თაობაზე არსებული სხვა ინფორმაცია;

ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდის დაგეგმვისთვის საჭირო მონაცემები:

ბ.ა)
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, თუ
აბიტურიენტი სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მიღებული აქვს უმაღლესი განათლება
;

ბ.ბ
) აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალი. საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა და საგამოცდო საგნის ერთი ენა
;

ბ.გ
) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა;

ბ.დ
) იმ აკადემიური პროგრამის, პროფესიული პროგრამის
ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება;

გ
) ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

3.
აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო
განცხადებას უნდა ერთვოდეს ცენტრის დირექტორის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ
-
სამართლებრივი
აქტით დადგენილი დოკუმენტები
.

4. აბიტუ
რიენტს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები, გარდა ტექნიკური მონაცემებისა.

5
. აბიტურიენტთა შესახებ საბოლოო მონაცემთა შეგროვების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, თითოეულ აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება:

ა) ჩასაბარებელი გამოცდების ნუსხა;

ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;

გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები, რეგისტრაციის
დაწყების დრო.

6
. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათთან ერთად აბიტურიენტს ეგზავნება იმ საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების/პროგრამების ჩამონათვალი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება.

7
. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცენტრის მიერ
დაშვებულია შეცდომა ცენტრი აბიტურიენტის მიმართვის შემთხვევაში ასწორებს მას. თუ აბიტურიენტმა შესაბამისი წლის 20 ივნისამდე
არ მიმართა ცენტრს, ძალაში რჩება საგანმანათლებლო პროგრამების ის რეიტინგული ჩამონათვალი, რომელიც საგამოცდო –საიდენტიფიკაციო ბარათთან ერთად ეგზავნება აბიტურიენტ