1. აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ ქართულ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში ჩააბარონ რუსულ ენაზე.

3. აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარონ ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ან რუსულ ენაზე.

4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.

5. უსინათლო აბიტურიენტებისთვის ამ დებულების მე–6 მუხლით
გათვალისწინებულ საგნებში გამოიყენება ბრაილის სისტემა.

თავი II. ერთიანი ეროვნული გამოც