1. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აბიტურიენტს შეუძლია გამოიყენოს ტესტურ დავალებათა რვეული, რომელიც რჩება საგამოცდო ცენტრში. ტესტურ დავალებათა რვეული ტესტის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.

2. ტესტზე
მუშაობის პროცესში აბიტურიენტს ცენტრი უზრუნველყოფს გელიანი კალმით.

3. ტესტირების
დროს
აბიტურიენტს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ) საჭიროების შემთხვევაში
,სხვა ნივთები

ცენტრის წინასწარი თანხმობით.

4. ტესტირების დროს
აბიტურიენტს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) ტესტირებაზე
დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;

გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოიყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტისათვის
რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ვ) მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამის და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;

ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი
მითითების გარეშე;

თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.

5. ცენტრი უზრუნველყოფს ტესტირების
მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეო –აღჭურვილობის მეშვეობი