1. ტესტირების დროს
აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას:

ა) ამ დებულების 22-ე
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) ამ დებულების 22-ე
მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ –„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. ამ დებულების 22-ე
მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად აბიტურიენტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.

3
. ამ დებულების 22-ე
მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ბ“ –„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება ტესტირებიდან
, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

4
. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:

ა) ამ დებულების 22-ე
მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.

5
. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის ტესტირებიდან
მოხსნა ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

6
. ტესტირების
პროცესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს აქტი