1. აბიტურიენტს უფლება აქვს ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში და დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ადგილზე. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.

2. აბიტურიენტის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.

3. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს:

ა) საგამოცდო ბარათი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის ცენტრში. საპრეტენზიო განაცხადების შესაბამისად აბიტურიენტების პასუხების ფურცლები დახარისხდება და დაიგზავნება შესაბამის საპრეტენზიო კომისიებში. აბიტურიენტის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით
.

5. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში, განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე.

6. ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა, საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.

7. საპრეტენზიო კომისია და საპრეტენზიო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ აბიტურიენტის პასუხების ფურცლებზე დაყრდნობით.

8. საპრეტენზიო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება ცენტრში. ცენტრში ხორციელდება აბიტურიენტების პასუხების ფურცლებისა და საპრეტენზიო განცხადებების დაკავშირება და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო
საბჭოს გადაწყვეტილებების განთავსება.

9. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

თავი VI. რანჟირე