1. საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ადგილები, რომლებზეც რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი რანჟირების დროს. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ცხადდება საჯაროდ რესურსცენტრში ან/და ცენტრის ოფოციალურ ვებგვერდზე.

2. აბიტურიენტებს, რომლებიც რანჟირების დოკუმენტის მიხე
დვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო
განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ გააკეთონ განმეორებითი განაცხადი დარჩენილ თავისუფალი ადგილებზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების და საგანმანათლებლო პროგრამების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განმეორებითი განცხადების
ფორმას და
წარდგენის ვადას ადგენს ცენტრის დირექტორი.

3. განმეორებითი
განცხადების საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ხორციელდება აბიტურიენტთა დამატებითი რანჟირება, ამ დებულებით დადგენილი წესი