1. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება აბიტურიენტთა შესაბამისი რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე.
2. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღოს აბიტურიენტები და ამ დებულების 37
-ე მუხლით გათვალისწინებული
რანჟირების დოკუმენტების სა
ფუძველზე გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები.
3. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, ცენტრის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
განსაზღვრულ ვადებში. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო დაწესებულების
ოფოციალურ ვებგვერდზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის
გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
4. აბიტურიენტის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა
და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
5. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს პირველი ოქტომბრისა და იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.