1. აბიტურიენტთა განმეორებითი განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა ცენტრი შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის
მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა;
ბ) რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული პროგრამის
მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა;
გ)
რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე.
2. ცენტრის მიერ შემუშავებული დოკუმენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარედგინება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებული უნდა იყოს
ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით.
3. მინისტრი 5 დღის ვადაში ამტკიცებს რანჟი
რების დოკუმენტებს და ერთ ეგზემპლარს,დამოწმებულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აგზავნის ცენტრში. ცენტრი უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების მიწოდებას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვი