1
. საქართველოს მთავრობის მიერ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისთვის (შემდგომში –
აკადემიური პროგრამა)
დადგენილი გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განაწილდება აკადემიური პროგრამების შესაბამისად
შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) 7% თანაბრად განაწილდება ამ ბრძანების
№1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში – დებულება)
მე-6
მუხლის მე-4
პუნქტით განსაზღვრულ ყოველ არჩევით საგანზე;

ბ) 93% პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ დებულების მე-6
მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული განაწ
ილების შედეგად თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება დებულების მე-6
მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე ამ მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.

3
. ამ მუხლის მე
-2
პ
უნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე განაწილებული თანხის ფარგლებში, გრანტს, ერთიანი ეროვნული გამოცდის აბსოლუტური ქულის
მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულებით
რანჟირების სიის შესაბამისად, მოიპოვებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც ამ წესის მე-3
მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვერ მოიპოვეს გრანტ