მოპოვება

1.
სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე და ვერ მოიპოვა გრანტი, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი)
მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომში – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) გრანტის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის.

2
. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდა ზოგად
უნარებში ტესტირების გზით
. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ზოგადი
უნარების გამოცდის ტესტი შედგება სამი ნაწილისგან
:

ა) წაკითხულის გააზრება;

ბ) ლოგიკური მსჯელობა;

გ
) რაოდენობრივი მსჯელობა.

3
. ცენტრი ამ მუხლის მე
-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უნარების გამოცდის ტესტის თი
თოეული ნაწილისთვის ადგენს მაქსიმალურ ქულას და საგამოცდო დროს.

4. ამ მუხლის მე
-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება დებულებით დადგენილი წესით.

5.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტს/გრანტის გაზრდილ ო
დენობას მოიპოვებს სტუდენტი, რომელსაც ზოგადი
უნარების წერით გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური
ქულის მიხედვით აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში მეტ ქულას მიიღებს.

6. აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:

ა) სტუდენტის
მიერ ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული ქულა იყოფა ზოგადი უნარის
გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და ტესტის თითოეული ნაწილისთვის მიიღება ნორმირებული ქულა;

ბ) სტუდენტთა
მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულები ჯამდება და მიიღება სტუდენტის
აბსოლუტური ქულა.

7
. გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტი
, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მეტი ოდენობის გრანტს მოიპოვებს, კარგავს ადრე მოპოვებული გრანტის მიღების უფლება