ური ქულებით რანჟირების დოკუმენტის დამტკიცება
1.
დებულების 35
-ე მუხლის მე
-2 პუნქტით გათვალისწინებული
აბიტურიენტთა განმეორებითი
განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, ცენტრი შეიმუშავებს და
მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა)
აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად;
ბ)
რანჟირების დოკუმენტს იმ პირთა
ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს დაფინანსება
პროფესიული
პროგრამისთვის
;
გ)
აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აზერბაიჯნულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;
დ)
აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;
ე)
აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;
ვ)
აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;
2. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარედგინება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებულია ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 5 დღის ვადაში ამტკიცებს აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტებს, რომლებიც დამტკიცების შემდეგ დოკუმენტის ერთი ეგზეპლარი დამოწმებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით იგზავნება ცენტრში. ცენტრი უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების მიწოდებას შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.
4.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული აბსოლუტური ქულით/ქულებით
რანჟირების დოკუმენტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზ