1. აკადემიურ პროგრამაზე გრანტს
მოიპოვებენ დებულების მე-6
მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა და დებულების მე-6
მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებულ ერთ არჩევით საგანში მიღებული აბსოლუტური ქულის
მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით
რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.
2. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე
მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბიტურიენტის მიერ მიღებული აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება დებულების მე
-6 მუხლის მე
-2 პუნქტით გათვალისწინებული
სავალდებული საგნებისა და დებულების მე
-6 მუხლის მე
-4 პუნქტით გათვალისწინებული
იმ არჩევით საგანში მიღებული სკალირებული ქულების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე.
3. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის
დაწესებული
ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე
მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური ქულებით
რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევითი საგნში, რომელზეც შესაბამის წელს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეტი თანხა გადანაწილდება.
4. აკადემიურ პროგრამაზე გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითეულ საგანს ენიჭება წონა (შემდგომში – საგამოცდო საგნის წონა).
საგამოცდო საგნის წონა ზოგადი უნარების გამოცდაში არის 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.
5. აბიტურიენტის
აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) აბიტურიენტის მიერ
თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება
ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
ბ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება ამ მუხლის მე
-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის საგამოცდო საგნის წონაზე და მიიღება კონკრეტული ქულა;
გ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულების შეკრებით მიიღება აბსოლუტური ქულა.
6. აბიტურიენტი
აკადემიურ პროგრამაზე
გრანტს მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს დებულების მე
-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგამოცდო
-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში.
თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ წერილობით განაცხადში გამოთქვამს დებულების მე
-6 მუხლის მე
-2 და მე
-4 პუნქტებით გათვალისწინებული
სავალდებულო ან/და არჩევითი გამოცდის/გამოცდების ჩაბარების სურვილს, გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ დებულების მე
-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამების
რეიტინგულ ჩამონათვალში რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამის შესაბამის ფაკულტეტზე ჩასარიცხად რომელიმე გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო.
7.
აბსოლუტური ქულებით
აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;
ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზ