1. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტი გრანტს მოიპოვებს
ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, მოპოვებული სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულებით
რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.
2.
ცენტრი აბსოლუტური ქულებით რანჟირებას ახორციელებს ცალ-ცალკე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზარბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.
3.
აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზ