1. მაგისტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულის საფუძველზე.
2. მაგისტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
3. მაგისტრანტობის კანდიდატის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული ქულა იყოფა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და ტესტის თითოეული ნაწილისთვის მიიღება ნორმირებული ქულა;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის
ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის აბსოლუტური ქულა.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე ხდება ორი სახის აბსოლუტური რანჟირება:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით;
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით.
5. გრანტს ვერ მოიპოვებს ის პირი:
ა) რომელსაც ის ერთხელ უკვე მოპოვებული აქვს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ იმ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ცენტრს არ მიაწოდა ან ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ ბრძანებით დადგენილი გამონაკლისებისა, მიაწოდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი;
გ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ ვერ ჩაირიცხა შესაბამის წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში