1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე საპრეტენზიო განცხადებებს განიხილავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში. პრეტენზიების წარდგენის პერიოდის ხანგრძლივობა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამო
ცდების შედეგების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან, არ შეიძლება იყოს 3 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპრეტენზიო განცხადებებს განიხილავს მის მიერ შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ. საპრეტენზიო საბჭო არ შეიძლება შედგებოდეს იმ პირებისაგან, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული მაგისტრანტობის კანიდატების შეფასებაში