1. ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის
ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიების განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადაგზავნის შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა და დგება იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სია, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული ნორმირებული ქულების მითითებით, საპრეტენზიო საბჭოს მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა ცენტრის მიერ გადაიგზავნება სამინისტროში დასამტკიცებლად.
3. სამინისტრო 3 დღის ვადაში ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადმოგზავნილ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სიებს და უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს. გამოცდების ეროვნული ცენტრი 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ სიების გადაგზავნას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
4. სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული სია გამოქვეყნდება სამინისტროსა
და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 27.02.2026
მუხლი 27. საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები
თავი VI — საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 დღის ვადაში
- ვადა 2 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 463. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
- მუხლი 53. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდები
- მუხლი 4. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების მსურველ პირთა შესახებ მონაცემების დამუშავება
- მუხლი 2. სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მქონე პირი
- მუხლი 8915. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმ მსჯავრდებულების ჩარიცხვის საფუძველი, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები
- მუხლი 51. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობის წესის დარღევევა
- მუხლი 20. მაგისტრანტობის კანდიდატთა ნაშრომების გასწორება
- მუხლი 23. საპრეტენზიო საბჭო და საპრეტენზიო კომისია
- მუხლი 24. საპრეტენზიო საბჭოს რეგლამენტი
- მუხლი 25. საერთო სამაგისტრო გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება
- მუხლი 26. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გასაჩივრება
- მუხლი 28. საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი და საერთო სამაგისტრო გამოცდების ქულების მოქმედების ვადა
- მუხლი 29. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესი
- მუხლი 30. პრეტენზიის წარდგენა და განხილვა
- მუხლი 31. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება
- მუხლი 32. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 27, №227, 22.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83368/muxli-27/