1. საერთო სააგისტრო გამოცდის ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.
2. საპრეტენზიო საბჭო იხილავს საერთო სამაგისტრო გამოცდის:
ა) პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
3. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტის
ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს საპრეტენზიო კომიისიის დასკვნის საფუძველზე.
4. საპრეტენზიო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.
5. საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით