1. საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატს ეძლევა საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით.
2. მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია მის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტში მიღებული ქულა გამოიყენოს სამი წლის განმავლობაში. მაგისტრანტობის კანდიდატთა რანჟირება ხორციელდება ყოველწლიურად, იმ წლის კონკურსის გათვალისწინებით.
3. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სცადოს გააუმჯობესოს ადრე მიღებული შედეგები. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ განმეორებითი გამოცდისას მიღებული შეფასებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უფრო დაბალია,ვიდრე წინა წელს მიღწული შედეგები.
თავი VII
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდებ