1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ქმნის სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს.
2. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს ქმნის შესაბამის სპეციალობაზე/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ნორმირებული ქულისა და მის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის ან/და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, ტესტის ნაწილების ან/და გამოცდის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება,ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,საერთო სამაგისტრო გამოცდას მიანიჭებს კოეფიციენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა იყოფა ამ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა;
ბ) ამ დებულების 27-ე მუხლის პირველი პუნქტით და ამ პუნქტის
ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულა გადამრავლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ტესტის ნაწილებისთვის/გამოცდებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტებზე და მიიღება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის/გამოცდების კონკრეტული ქულა;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის
ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა.
5. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება,ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/გამოცდებს მიანიჭებს კოეფიციენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა იყოფა ამ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა;
ბ) ამ პუნქტის
ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულა გადამრავლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სამაგისტრო გამოცდებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტზე/კოეფიციენტებზე და მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის/გამოცდების კონკრეტული ქულა;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის
ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულა/ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა.
6. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სპეციალობაზე/სპეციალობის პროგრამულ მიმართულებაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტების შესაბამისად, რანჟირებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხიდან, ტესტის ნაწილების/გამოცდების პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ მაგისტრანტობის კანდიდატს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი მისაღებ სტუდენტ
თა ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ სპეციალობისათვის/სპეციალობის პროგრამული მიმართულებისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ არსებობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს. აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 27.02.2026
მუხლი 31. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება
თავი VII — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 31. რანჟირება კოეფიციენტებით
- მუხლი 314. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მართვა და სტრუქტურა
- მუხლი 32. რანჟირება მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის საფუძველზე
- მუხლი 37. რანჟირების დოკუმენტის დამტკიცება
- მუხლი 4. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების მსურველ პირთა შესახებ მონაცემების დამუშავება
- მუხლი 463. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 25. საერთო სამაგისტრო გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება
- მუხლი 26. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გასაჩივრება
- მუხლი 27. საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები
- მუხლი 28. საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი და საერთო სამაგისტრო გამოცდების ქულების მოქმედების ვადა
- მუხლი 29. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესი
- მუხლი 30. პრეტენზიის წარდგენა და განხილვა
- მუხლი 32. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა
- მუხლი 33. გარდამავლი დებულებები
- მუხლი 2. გრანტის მოპოვების საფუძველი
- მუხლი 3. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით
- მუხლი 4. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 31, №227, 22.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83368/muxli-31/