1. რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება პროფესიულ
პროგრამაზე ხორციელდება ამ
პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, აბიტურიენტის მიერ მიღებული სკალირებული
ქულისა და
აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.
2. პროფესიულ
პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ჩაირიცხება მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც ამ დებულების მე-13 მუხლის მე-5
პუნქტის „ე“
ქვეპუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული
პროგრამისთვის.
3
. თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთსა და იმავე პროფესიულ
პროგრამაზე მოსახვედრად ზოგად უნარებში
აქვს თანაბარი სკალირებული
ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა,რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობა გადააჭარბებს საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს
, დამატებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა
მოაკლდება საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტ