1. ცენტრი საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტთა განაწილების მიზნით ქმნის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს.
2. კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება
ამ
პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
3
. აკადემიურ პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც ამ დებულების მე-13
მუხლის მე-5
პუნქტის „ე“
ქვეპუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამისთვის.
4
. კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს ცენტრი ადგენს აბიტურიენტის საკონკურსო ქულის მიხედვით. აბიტურიენტის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესით:
ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
ბ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებული საგნის შესაბამის კოეფიციენტზე და მიიღება კონკრეტული ქულა;
გ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება საკონკურსო ქულა.
5. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი
სკალირებული ქულა
. თუ ამ
ქულით
აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი
სკალირებული ქულა.
თუ ამ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი
სკალირებული
ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს
პირველ რიგში
გაითვალისწინება იმ არჩევითი საგნის გამოცდის უმაღლესი
სკალირებული
ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა, ხოლო შემდგომ
იმ არჩევითი საგნის გამოცდის უმაღლესი
სკალირებული
ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების
ნაკლები რაოდენობა. თუ ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი ქულა.
6
. თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთი და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა,რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს
, დამატებული სტუდენტების რაოდენობა
მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტ