1. საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად გრანტს მოიპოვებენ ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრანტობის კანდიდატისთვის გამოყოფილი გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში უმაღლესი ქულები ექნებათ.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირებას აბსოლუტური ქულით სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი)