1. საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი გადის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რექტორის აქტით განსაზღვრული წესითა
და დადგენილ ვადაში. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/გამოცდებს ატარებს მის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შენობაში.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურულ საკითხებს ადგენს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტს და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამცდების შედეგებს აქვეყნებს მის ოფიციალურ ვებგვერდზე