1. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო საბჭოს სხდომებს უძღვება საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს:
ა) ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის
ა ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით 5 დღის ვადაში;
ბ) ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის
ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის მიერ დასკვნის შედგენიდან 5 დღის ვადაში.
4. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს 2 დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
5. საპრეტენზიო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით.
6. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარისა და საპრეტენზიო საბჭოს მდივნის ხელმოწერით.
7. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.
8. საპრეტენზიო სამჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია