1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება გამსწორებლებს შორის.
2. გამსწორებელთა ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.
3. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, საგამოცდო ტესტის თითოეული ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით:
ა) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის
ა,გ და
დ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტეტის ნაწილების პასუხების ფურცელები სწორდება კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;
ბ) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის
ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტეტის ნაწილის პასუხების ფურცლები სწორდება დამოუკიდებლად, მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი გადაეცემა მესამე გამსწორებელს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
4. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.
5. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის
თ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
6. მაგისტრანტობის კანდიდატის პასუხების ფურცელი სწორდება გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
7. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე