1. ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.
2. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცელები სწორდება:
ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;
ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ შეფასების სქემის შესაბამისად. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამედ. მესამედ გასწორების შემდეგ მიღებული ქულა
საბოლოოა.
3. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.
4. ამ დებულების 22-ე
მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
5. აბიტურიენტის პასუხების ფურცელი სწორდება ცენტრის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირების
დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
6. ტესტირების
შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირების
დასრულებიდან ერთი თვის ვადაში
.
7. ამ მუხლის მე
-7 პუნქტით გათვალისწინებული ქულები
სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვი