1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.

2. საპრეტენზიო საბჭო იხილავს ტესტირების
:

ა) პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;

ბ) შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.

3. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულპრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს საპრეტენზიო კომიისიის დასკვნის საფუძველზე.

4. საპრეტენზიო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.

5. საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი