1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მაგისტრანტობის კანდიდატი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე, საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო საბჭოს.
2. მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს საგამოცდო ცენტრში წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. პრეტენზიის წარდგენისას მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო-საიდენტიფიკაც
იო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) მაგისტრანტობის სხვა კანდიდატის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მაგისტრანტობის კანდიდატის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მაგისტრანტობის კანდიდატს.
6. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე;
გ) საგამოცდო პროცედურის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
7. საპრეტენზიო საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის
გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო პროცედურის მონაწილეს შეუწყვეტს ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში საგამოცდო პროცედურის მონაწილეს არ აუნაზღაურებს საგამოცდო პროცედურის დარღვევის დღესა და შემდგომ დღეებში შესრულებულ სამუშაოს.
8. იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მაგისტრანტობის კანდიდატის მიმართ უფლების დარღვევის თაობაზე და დაადგენს, რომ შეუძლებელია მისი ნაშრომის გასწორება, მაშინ მაგისტრანტობის კანდიდატი მომდევნო საერთო სამაგისტრო გამოცდებზე არ გადაიხდის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურს