1. 2009 წელს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანება ნებაყოფლობითია კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – ახლად დაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.
2. აკრედიტებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა – ახლად დაფუძნებულმა ლიცენზირებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, წერილობითი განცხადება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანების თაობაზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში.
3. 2009 წელს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე ჩაატაროს მაგისტრანტობის კანდიდატისთვის განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები. ამ შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე ვრცელდება ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
4. სამინისტროსა
და გამოცდების ეროვნული ცენტრს უფლება აქვს 2009 წლის სამაგისტრო გამოცდისთვის დაადგინოს ამ დებულებისგან განსხვავებული ვადები.
დანართი 2
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წეს