1. თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით გრანტს მოიპოვებენ ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების გათვალისწინებით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის გამოყოფილი გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელის ფარგლებში უმაღლესი ქულები ექნებათ.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირებას აბსოლუტური ქულით, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით, ახორციელებს ცენტრი