1. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის რეიტინგული ჩამონათვალის პირველ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ ჩამონათვალში
მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
2. რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება წინასწარი ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად აბიტურიენტების საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე განაწილების შესახე