1. აბიტურიენტის განაწილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულისა და აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ჩაირიცხება მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.

3
. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 52 პუნქტით დადგენილი წესით, შესაბამისი წლის 15 ივლისამდე ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების შეცვლის თაობაზე.

4
. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას დაემატება სტუდენტთა ადგილები იმ რაოდენობით, რაც აუციელებელია
ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების რაოდენობა სცილდება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტის თანახმად, გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა
მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობა