1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
2. მაგისტრანტობის კანდიდატთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არა უგვიანეს პირველი ნოემბრისა დგება რექტორის ერთიანი აქტი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი აქტის გამოცემის შემდეგ პირი ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – მაგისტრანტი.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი აქტი გამოცემიდან 5 დღის ვადაში იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში და აკრედიტაციის ცენტრში.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი აქტის ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს.
თავი VIII
გარდამავალი დებულებებ