1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სამაგისტრო გამოცდაზე/გამოცდებზე  დაშვების  უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით წარდგენილი აქვს ელექტრონული განცხადება და დოკუმენტები და შესაბამისი სასწავლო წლისათვის არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ან არ იყო ჩარიცხული წინა წლებში საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე.

2. სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ამავე წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემდეგ სსიპ  – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვს ინფორმაციას, 2020 წელს და წინა წლებში პირის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შესახებ. ცენტრი ვალდებულია, სამინისტროს მიმართვიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, წარუდგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

3. სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უგზავნის:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას;

ბ) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;

გ) ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ამავე აქტით გათვალისწინებულ პირთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

4. პირი, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გადის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე, რექტორის აქტით განსაზღვრული წესით.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო გამოცდის/გამოცდების ჩაბარების საფუძველზე პირსა და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ფორმდება ხელშეკრულება.

6. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, გამოიცემა რექტორის ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რექტორის ერთიან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. აღნიშნული ინფორმაცია 2020 წლის 25 ოქტომბრამდე აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრშ