მუხლი 8. პირის, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შესახებ მონაცემების შენახვის ვადები და წესი
1. ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფენ ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის დაცვას/შენახვას მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი საქმეთა ნომენკლატურით დადგენილი მოთხოვნების დაცვითა და ვადით.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შენახვას მოქმედი კანონმდებლობითა და სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურით დადგენილი მოთხოვნების დაცვითა და ვადით. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკე
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №101/ნ, 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017960 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4990351/muxli-8/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია