1. პირს, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უფლება აქვს, აირჩიოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გამოცხადებული აქვს მიღება „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ შესაბამისად.

2. პირს, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად რეგისტრაციისათვის ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეუძლია შეცვალოს ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახე