1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ წესით ჩარიცხულ პირს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიენიჭება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.

2. სამინისტრო,  ამ წესის საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მინიჭების მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვს ინფორმაციას:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის შესახებ, რომელზეც ჩაირიცხა პირი;

ბ) მოპოვებული და გამოყენებული ჰქონდა თუ არა პირს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.

3. პირს, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგისტრატურის არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი მიენიჭება მხოლოდ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების შემდეგ, სამინისტროსათვის წერილობითი ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე.

4. პირი, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ.

5. პირზე, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და ამ პირის მიერ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სარგებლობის სხვა პირობები, ასევე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის დრო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარსადგენი ინფორმაცია განისაზღვრება „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფოს სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისა