1. პირს, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ენიჭება საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, პირადი განცხადების საფუძველზე, რაც წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სამაგისტრო გამოცდაზე/გამოცდებზე დაშვების წინაპირობას. ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადება წარედგინება ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების მოსაპოვებლად პირის, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, განცხადების წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, შესაბამისად ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სათანადო ოფიციალური ვებგვერდების გამოყენებით. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პირის სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი;

გ) დაბადების თარიღი;

დ) საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი) მისამართი;

ე) მინიჭებული აკადემიური ხარისხის შესახებ ინფორმაცია;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება (რომელშიც სურს პირს ჩარიცხვა);

ზ) თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ამ წესით განსაზღვრული მიზნებით დამუშავებასთან დაკავშირებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას პირმა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უნდა დაურთოს:

ა) საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიალურად დამოწმებული დიპლომის ასლი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე).

4. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მინიჭების შესახებ პირის, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევენ:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების  სამსახური;

ბ) ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის განათლების სამსახური.

5. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მინიჭების მიზნით განცხადების წარდგენა იწყება 2020 წლის 21 სექტემბერს და გრძელდება ამავე წლის 25 სექტემბრამდე. ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ან დოკუმენტების არასათანადოდ წარდგენის შემთხვევაში,  განუსაზღვრავს პირს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტი 2020 წლის 30 სექტემბრამდე.

6. ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უნდა ერთოდეს პირის:

ა) საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიალურად დამოწმებული დიპლომის ასლი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე