1. სამინისტრო ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემდეგ აზუსტებს:

ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების მიზნით განცხადებაში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსს;

ბ) იყო თუ არა პირი დარეგისტრირებული შესაბამის წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე და აქვს თუ არა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად;

გ) მოპოვებული და გამოყენებული ჰქონდა თუ არა აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შემოწმებისას სამინისტრო ეყრდნობა:

ა) სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრიდან გამოთხოვილ მონაცემებს;

ბ) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოთხოვილ მონაცემებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები შესაბამისი მიმართვიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა მიაწვდიან სამინისტროს სათანადო ინფორმაციას.

4. პირს, ელექტრონული ფორმით შევსებული განცხადებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ სამინისტროსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – „მინისტრი“) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიენიჭება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის მომზადების ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლება.

5. თუ პირი აირჩევს ბაკალავრიატის არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას, მას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიენიჭება შესაბამისი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ჩარიცხვის უფლება. ასეთ შემთხვევაში პირს დაფინანსების უფლება მიენიჭება შესაბამის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, სამინისტროსათვის წერილობითი ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე.

6. სამინისტრო ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უგზავნის:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;

ბ) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;

გ)  ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ამავე აქტით გათვალისწინებულ პირთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

7. პირმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი;

გ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სრული ზოგადი განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირი ირიცხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის აქტით, რომელიც გამოიცემა არაუგვიანეს შესაბამისი წლის პირველი ოქტომბრისა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მონაცემები შეიტანება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.

9. ამ წესის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მობილობის ან შიდა მობილობის, ასევე,  სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის პირობები განისაზღვრება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი