1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში - „სამინისტრო“) მიერ დადგენილი წესით (შემდგომში – „პირი“), საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესს (შემდგომში – „წესი“).

2. ამ წესის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, წარდგენილი აქვს ელექტრონული განცხადება და შესაბამისი სასწავლო წლისათვის არ აქვს მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად.

3. პირის დაფინანსება ხდება მისთვის ამ წესის საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების გზით.

4. პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება მხოლოდ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაშ