1. პირი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ.

2. პირი, ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაშვების შემთხვევაში, უფლებამოსილია მიმართოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით და ისარგებლოს ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების უფლებით სამინისტროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე.

3. პირზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და ამ პირის მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტით სარგებლობის სხვა პირობები, ასევე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის დრო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარსადგენი ინფორმაცია განისაზღვრება „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო  სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისა