1. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს გრანტის მფლობელმა. არასრულწლოვნის შემთხვევაში განცხადება შესაძლებელია წარმოადგინოს გრანტის მფლობელმა და/ან გრანტის მფლობელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ან მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მინდობილმა პირმა;
ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ახალგაზრდის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ახალგაზრდის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში მშობლის საბანკო რეკვიზიტები და პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა. კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები, პირადობის მოწმობის ასლი და კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ახალგაზრდის ბორჯომის მუნიციპალიტეტში განცხადების შემოტანის მომენტისათვის არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. იძულებით გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში: „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა“, რომლის თანახმად რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტში;
ვ) მინდობილობა, საჭიროების შემთხვევაში;
ზ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.
3. განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნეს ფინანსური დახმარების გაცემის საფუძვლის დადგომის მიმდინარე წელ