1. ფინანსური დახმარების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ. იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში: „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა“, რომლითაც დასტურდება რეგისტრაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (საგამოცდო ფურცელი);

ვ) სტუდენტის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები