ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უმაღლესი სასწავლებელი – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

ბ) სტუდენტი – უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლები 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) წარმატებული სტუდენტი – ბაკალავრის სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);

დ) ფინანსური დახმარება – ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტისთვის სემესტრული და/ან ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ახალგაზრდისათვის ერთჯერადი ფულადი გასაცემელი.
თავი II
ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენო