1. მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეების, მათი პედაგოგების წახალისების მიზნით ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
2. მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ან/და კონკურსის/ფესტივალის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ, ან/და სსიპ საჯარო სკოლამ, რომლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ განხორციელებულ პროექტში ხელოვნების სხვადასხვა სფეროში;
ბ) მოსწავლის/პედაგოგის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) ჩემპიონატში, ფესტივალებზე და კონკურსებზე საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მოსწავლის/პედაგოგის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სამსახურებრივი ცნობა პედაგოგის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში საქმიანობის განხორციელების შესახებ;
ვ) ამონაწერი ჩემპიონატში/ფესტივალებზე/კონკურსებზე განცხადების შემოტანის მომენტისათვის ბოლო 6 თვის განმავლობაში მოსწავლის ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ; იძულებით გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში: „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა“, რომლის თანახმად რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტში;
ზ) მინდობილობა, საჭიროების შემთხვევაში;
თ) გუნდის/ანსაბლის შემთხვევაში შესაძლოა ანგარიშსწორება განხორციელდეს გუნდის/ანსამბლის ერთ-ერთი წევრის საბანკო ანგარიშზე, ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი თანხმობის წერილის საფუძველზე, რომელსაც თანდართული ექნება სხვა წევრების/მათი მშობლების თანხმობის დამადასტურებელი ხელმოწერები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.
4. განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნეს ფინანსური დახმარების გაცემის საფუძვლის დადგომიდან 3 თვის ვადაში. ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება არ განიხილებ