1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, მუსიკისა და ხელოვნების დარგში გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებულ/საპრიზო ადგილის მფლობელ ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებზე ფინანსური დახმარების გაცემის პირობებსა და წესს.
2. წესის მიზანია წარმატებული მოსწავლეების (2026 წელს გამართულ სახელმწიფო უწყებების (კულტურის სამინისტრო, ან სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მიერ ორგანიზებულ და/ან მათ მიერ მხარდაჭერილ ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებზე და/ან ფესტივალებზე გამარჯვებული/საპრიზო ადგილის მფლობელი) და მათი პედაგოგების წახალისება და ხელშეწყობა ფინანსური დახმარების გაცემის გზით,3. დაფინანსება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის ხელშეწყობა (დახმარება)“ (კოდი 05 02 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
თავი II
ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობ